სიახლეები

ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში 17 ფეხბურთელს უხმო

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ დაასახელა იმ ფეხბურთელთა გვარები, ვინც 11 აგვისტოს დაგეგმილ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მოლდოვისეროვნული ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

        1.       ნუკრი რევიშვილი (ს.კ. ანჟი მახაჩკალა)

2.       გიორგი ლორია (ს.კ. დინამო, თბილისი)

3.       უჩა ლობჟანიძე (ს.კ. დნეპრი, უკრაინა)

4.       კახა კალაძე (ს.კ. მილანი, იტალია)

5.       მალხაზ ასათიანი (ს.კ. ლოკომოტივი, რუსეთი)

6.       ზურაბ ხიზანიშვილი (ს.კ. ბლექბერნი, ინგლისი )

7.       ალექსანდრე ამისულაშვილი (ს.კ. ქაისერი, თურქეთი)

8.       დავით კვირკველია (ს.კ. ანჟი მახაჩკალა )

9.       ლევან გვაზავა (ს.კ. ტერეკი, რუსეთი)

10.    გოგიტა გოგუა (ს.კ. სპარტაკ ნალჩიკი, რუსეთი)

11.    ლევან კობიაშვილი (ს.კ. ჰერტა, გერმანია)

12.    გიორგი მერებაშვილი (ს.კ. ვოივოდინა, სერბეთი)

13.    თორნიკე აფციაური (ს.კ. ზესტაფონი, ზესტაფონი)

14.    ალექსანდრე იაშვილი (ს.კ. კარლსრუე, გერმანია )

15.    დავით სირაძე (ს.კ. სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი )

16.    ლადო დვალიშვილი (ს.კ. მაკაბი ჰაიფა, ისრაელი)

17.    ნიკა გელაშვილი (ს.კ. ზესტაფონი, ზესტაფონი )

წინასწარ განაცხადში შეყვანილი იყო ყაზანის „რუბინის“ მცველი – ლაშა სალუქვაძე, თუმცა სამწუხაროდ მისი ამ მატჩში მონაწილეობა ტრამვის გამო გამოირიცხა. სალუქვაძის ნაცვლად თემურ ქეცბაიამ შესაძლოა სხვა ფეხბურთელით გააძლიეროს ეროვნული ნაკრები გუნდი.

საქართველოს უპირველესი ნაკრები მოლდოვაში 9 აგვისტოს, 14 საათზე, ჩარტერული რეისით გაემგზავრება.  ჩვენი გუნდი კიშინოვში დაბინავდება და იქ გაივლის საწვრთნელ, წინა სამატჩო შეკრებას.

ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მოლდოვის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის 11 აგვისტოს, კიშინოვში "ზიმბრუ"–ს სტადიონზე ჩვენი დროით 20 საათზე გაიმართება.

 

სფფ–ს პრესსამსახური