ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის შეხვედრას მოემსახურებიან.
25 ნოემბერს, ლისაბონის სპორტინგის 19-წლამდელთა გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. მატჩის მთავარი
არბიტრი გიორგი ავაზაშვილი იქნება, ხოლო ასისტენტების ფუნქციებს ზვიად ბლიაძე და გოჩა ტარუაშვილი შეასრულებენ.
შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.