76 წლის ასაკში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე გარდაიცვალა.
გოჩა მაჩაიძემ კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის დინამოში გაატარა. გუნდის შემადგენლობაში 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1977 წელს კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. დინამოსთან ერთად მან საბჭოთა კავშირის თასი ორჯერ, 1976 და 1979 წლებში მოიგო.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ასევე თამაშობდა თბილისის ლოკომოტივში, რუსთავის მეტალურგში, ლანჩხუთის გურიაში, მოსკოვის სპარტაკსა და ქუთაისის ტორპედოში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თანაუგრძნობს გოჩა მაჩაიძის ოჯახსა და ახლობლებს.