12 ოქტომბერს ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან.
C ლიგის პირველი ჯგუფის მე-5 ტურის შეხვედრაში სან მარინოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს. მატჩის მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, მისი ასისტენტები კი დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია. მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე, ხოლო მატჩის ვიდეო რეფერი კობა რევაზაშვილი იქნება.
სან მარინოს და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.