სიახლეები

19-წლამდელთა თასის გათამაშების ფინალისტები გამოვლინდნენ

19- წლამდე თასი
გაუზიარე

31 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდელთა თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

პირველ ნახევარფინალში იბერია 1999-მა სპაერი 6:2 დაამარცხა, მეორე შეხვედრაში კი ინტერმა თბილისის დინამოს დამატებით დროში სძლია. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 3:3 დასრულდა, დამატებით დროში კი ინტერმა მეტოქის კარის აღება კიდევ ორჯერ მოახერხა.

19-წლამდელთა თასის სადებიუტო გათამაშების ფინალში ერთმანეთს ინტერი და იბერია 1999 დაუპირისპირდებიან.