სიახლეები

ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან

მსაჯები
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.

თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის B2 ჯგუფის სამ შეხვედრაზე იმუშავებენ.

მინი-ტურნირი 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით თურქეთში გაიმართება. მასპინძელ თურქეთთან ერთად, ჯგუფში ანდორას, მონტენეგროსა და სომხეთის ნაკრებები ასპარეზობენ.