საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი დასრულდა.
19-22 ოქტომბერს, სფფ-ის ნუცუბიძის ტექნიკურ ცენტრში კურსის საგამოცდო მოდული ჩატარდა. აღნიშნულ კურსზე 22 მონაწილე ირიცხებოდა.
A ლიცენზიის კურსის პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. აღნიშნული კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის წინა საფეხურია და სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.