ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან.
20 ოქტომბერს, ბაქოში, აზერბაიჯანული საბაჰის 19-წლამდე გუნდი დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს.
უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, ხოლო მისი ასისტენტები გიორგი გოგოხია და გოჩა ტარუაშვილი იქნებიან.
მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.