29 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას C ლიცენზიის კურსის მე-5 და მე-6 ჯგუფის მეორე მოდული გაიმართა.
მე-5 ჯგუფისთვის კურსის მეორე მოდული მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმარა, ხოლო მე-6 ჯგუფს სფფ-ის ქუთაისის ტექნიკურმა ცენტრმა უმასპინძა. ორივე ჯგუფში, ჯამში, 61 მონაწილე ირიცხება.
უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.