20 სექტემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა თასის გათამაშების 1/4-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. ნახევარფინალში თამაშის უფლება დინამო თბილისმა, იბერია 1999-მა, ინტერმა და სპაერმა მოიპოვეს.
1/4-ფინალური ეტაპის შედეგები
- დინამო თბილისი - ლოკომოტივი 3:2 (დ.დ)
- ვიტ ჯორჯია - იბერია 1999 1:3
- გაგრა - ინტერი 0:1
- სპაერი - სამტრედია 3:0
საქართველოს 19-წლამდელთა თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 25 სექტემბერს შედგება. ნახევარფინალური მატჩები კი, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გაიმართება.