საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფას ფიტნესის მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული გაიმართა.
საგამოცდო მოდული, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე და სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. ფიტნეს მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი ოთხი მოდულისგან შედგებოდა და 10 მწვრთნელი მონაწილეობდა. სემინარებს ეროვნული ნაკრების ფიზ.მომზადების მწვრთნელი ბონდო გოცირიძე და უეფას ფიტნეს მენტორი მიშელ ანდრე კოლერი უძღვებოდა.
უეფას ფიტნესის მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი უეფას მიერ ახალი დანერგილია და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ის ჩატარდა.