ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრას მოემსახურებიან.
8 სექტემბერს, მადრიდში, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე, მადრიდის „რეალის“ 19-წლამდელთა გუნდი მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს.
უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, ხოლო ასისტენტების ფუნქციებს ზვიად ბლიაძე და გოჩა ტარუაშვილი შეასრულებენ.
მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.