2 სექტემბერს, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში პსჟ ფრანკფურტის აინტრახტს უმასპინძლებს.
უეფას გადაწყვეტილებით, დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩის დელეგატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ ჭიჭინაძე იქნება.
პსჟ - აინტრახტის ქალთა გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.