ქართველი ფუტსალის მსაჯი გრიგოლ ბლიაძე უეფას ტურნირზე პირველად იმუშავებს.
ბლიაძე უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის წინასწარი ეტაპის H ჯგუფის მატჩებზეა დანიშნული. ქართველი არბიტრი ორ შეხვედრაში მთავარი მსაჯის, ხოლო ერთ მატჩში მესამე მსაჯის ფუნქციას შეასრულებს.
H ჯგუფში ერთმანეთს ამიგო ნორსვესტი, ფუტსალ მედ მაქსი, კიშინიოვის კლიკი და რეინჯერსი დაუპირისპირდებიან. მინი-ტურნირი 26-დან 29 აგვისტოს ჩათვლით ბულგარეთში გაიმართება.