სიახლეები

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე

მსაჯები
გაუზიარე

27 აგვისტოს ქართველი მსაჯები უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩზე იმუშავებენ.

ანდორული „ინტერ ესკალდესისა“ და კოსოვური „დრიტას“ შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას გიორგი ავაზაშვილი შეასრულებს. მატჩის ვიდეორეფერი ალეკო აფციაური იქნება.

შეხვედრა ენკამპში, ანდორაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.