სიახლეები

მსაჯთა ზაფხულის შეკრება დასრულდა

მსაჯები
გაუზიარე

მსაჯთა ტრადიციული ზაფხულის შეკრება, რომელიც 3-5 აგვისტოს თბილისში მიმდინარეობდა, დასრულდა. 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებისთვის მზადების ფარგლებში, შეკრება უმაღლესი კატეგორიის მსაჯების მონაწილეობით გაიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 

შეკრების მიმდინარეობისას მსაჯები გაეცნენ თამაშის წესებში შეტანილ უახლეს ცვლილებებს და მონაწილეობა მიიღეს VAR-ის სიმულაციებში.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება 7 აგვისტოს განახლდება.