სიახლეები

საქართველოს თასის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

საქართველოს თასი
გაუზიარე

24, 25 და 26 ივლისს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. აღნიშნული ეტაპიდან გათამაშებას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბები შეუერთდნენ.

1/8-ფინალური ეტაპის საგზური გურიამ, სამტრედიამ, იბერია 1999-მა, ტორპედომ, ოდიში 1919-მა, სამგურალმა, მეშახტემ, რუსთავმა, სპაერმა, გურიამ, არაგვმა, გორმა, დილამ, დინამო ბათუმმა, თელავმა, გარეჯმა და გაგრამ მოიპოვეს.

1/16 ფინალური ეტაპის შედეგები

  • სამცხე 1:2 გაგრა

  • თბილისი 2025 0:1 რუსთავი

  • ივერია 1:3 ტორპედო

  • სამტრედია 2:1 შტურმი

  • იბერია 2 0:1 თელავი

  • ვიტ ჯორჯია 2:2 (პენ. 6:7) სამგურალი

  • მერანი მარტვილი 1:2 ოდიში 1919

  • გურია 1:0 დინამო თბილისი

  • გორი 1:0 სიონი

  • მფკ ბასა 0:2 გარეჯი

  • ორბი 1:4 დინამო ბათუმი

  • კოლხეთი 1913 0:0 (პენ. 3:4) არაგვი

  • გონიო 1:2 მეშახტე

  • დინამო 2 თბილისი 1:5 სპაერი

  • იბერია 2010 0:1 დილა

  • მარგვეთი 2006 1:3 იბერია 1999

მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები 1 და 2 აგვისტოს გაიმართება. განვლილი მატჩების შედეგების, სტატისტიკური მონაცემებისა და 1/8-ფინალური ეტაპის მატჩების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ხილვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

საქართველოს თასის 2026 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.