საქართველოს ნაკრები ბათუმში მიმდინარე ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს.
ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ზაურ კეკელიძის გუნდმა მალტას ქურდაძის და ლომიძის გოლებით 2:1 სძლია და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ფინალში გასასვლელად 18 ივლისს ლატვიას შეხვდება. მატჩი ბათუმის ქვიშის არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ნორვეგია და აზერბაიჯანი დაუპირისპირდებიან.
17 ივლისის შედეგები
- ინგლისი 3:4 სლოვაკეთი (დამატებითი დრო)
- ლატვია 3:2 აზერბაიჯანი
- საქართველო 2:1 მალტა
18 ივლისის განრიგი
პლეი-ოფი 5-7 ადგილებისთვის
- სლოვაკეთი – ინგლისი 11:00
- მალტა – ინგლისი 18:00
ნახევარფინალები
- ნორვეგია – აზერბაიჯანი 19:30
- ლატვია – საქართველო 21:00