სიახლეები

სფფ-ის განცხადება

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს არბიტრის - ზაზა ფიფიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს.

ზაზა ფიფია სფფ-ის პირველი კატეგორიის და FIFA-ს კატეგორიის მსაჯის ასისტენტი გახლდათ. იგი 26 წელი ემსახურა სამსაჯო საქმიანობას, რა პერიოდშიც 500-ზე მეტი მატჩი განსაჯა ეროვნულ ლიგაში. ამას გარდა - 3 საქართველოს თასის ფინალი და 4 საქართველოს სუპერთასის ფინალი.

2009 წლიდან გახლდათ ფიფას კატეგორიის მსაჯის ასისტენტი, რა პერიოდშიც 100-ზე მეტ ფიფას და უეფას ეგიდით გამართული საერთაშორისო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ზაზა ფიფია იყო ქართველ მსაჯთა იმ გუნდის წევრი, რომელმაც 2024 წელს ისტორიაში პირველად იმსაჯა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩი. ასევე, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი 2021 წელს.