საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 7-9 ივლისს უეფას ფიტნესის მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის დასკვნითი, მეოთხე მოდული გაიმართა.
მეოთხე მოდული მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა. აღნიშული კურსი მეხუთე, საგამოცდო მოდულის ჩატარების შემდეგ დასრულდება.
უეფას ფიტნესის მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი უეფას მიერ ახალი დანერგილია და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ის ტარდება.