საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მეოთხე ჯგუფის კურსი საგამოცდო მოდულით დასრულდა.
6-9 ივლისს, ბათუმში, საგამოცდო მოდულის პრაქტიკული და თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ უეფას C ლიცენზია 31 მწვრთნელმა აიღო.
სფფ-ის ორგანიზებით წელს მიმდინარე C ლიცენზიის კურსის ოთხ ჯგუფში ჯამში 114 მონაწილე ირიცხებოდა. კურსის პროგრამა ორი მოდულისგან და საგამოცდო ეტაპისგან შედგებოდა და სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.