სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო გახდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ ფინალურ შეხვედრაში ქუთაისურმა კლუბმა მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 დაამარცხა.
34-ე წუთისთვის ტორპედო იბერიას ორბურთიანი უპირატესობით, ანდრიჩის და არაბიძის გოლებით ამარცხებდა. მასპინძლებმა სხვაობის შემცირება ტაიმის დასრულებამდე ვახო ბედოშვილის გოლით მოახერხეს, 75-ე წუთზე კი ნიკოლოზ დადიანმა ანგარიში გაათანაბრა. პენალტების სერიაში ტორპედომ მეტოქე 6:5 დაამარცხა და ისტორიაში მეოთხედ გახდა სუპერთასის გამარჯვებული.
ფინალური მატჩის პარალელურად, გორში მესამე ადგილისთვის შეხვედრა გაიმართა, სადაც დილამ დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი დინამო თბილისმა 4:2 მოიგო.