საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორი ჯგუფისთვის კურსი საგამოცდო მოდულით დასრულდა.
28-30 მაისს და 1-4 ივნისს, საგამოცდო მოდულის პრაქტიკული ნაწილი სფფ-ის ვაკის ტექნიკურ ცენტრში, ხოლო თეორიული ნაწილი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. გამოცდების შედეგად, უეფას C ლიცენზია 50 მწვრთნელმა აიღო.
სფფ-ის ორგანიზებით წელს მიმდინარე C ლიცენზიის კურსის ოთხ ჯგუფში ჯამში 114 მონაწილე ირიცხება. კურსის პროგრამა შედგება ორი მოდულისა და საგამოცდო ეტაპისგან.