სიახლეები

სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია

სუპერთასი
გაუზიარე

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება. 

გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999, ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის დილა და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები - ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი.

ნახევარფინალურ ეტაპზე იბერია 1999 დინამო თბილისს, ხოლო გორის დილა ტორპედოს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 

  • 27 ივნისი | იბერია 1999 - დინამო თბილისი | მიხეილ მესხი | 19:00
  • 27 ივნისი | დილა - ტორპედო | თენგიზ ბურჯანაძე | 21:00

სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მატჩი მესამე ადგილისთვის 1 ივლისს გაიმართება.