სიახლეები

უეფას 2026/2027 წლების კაცთა და ქალთა კლუბების ლიცენზირების შედეგები

ლიცენზირება
გაუზიარე

უეფას კაცთა და ქალთა საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის სფფ-ის კლუბების ლიცენზირების დებულებების თანახმად, უეფას 2026/2027წწ. ლიცენზირების პროცესში მონაწილეობდენენ 2025წ. ეროვნული ლიგის კლუბები და 2025წ. ქალთა ეროვნული ლიგის  ტოპ-4 კლუბი/გუნდი.

უეფას ლიცენზირების პროცესი გასული წლის დეკემბერში, 2025 წლის ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყო, რაც მოიცავდა კლუბებთან შეხვედრებს და ინტენსიურ კონსულტაციებს, ხოლო 2026 წლის 1 მაისს ჩატარდა სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის სხდომა, რომელზეც კლუბებისა და ლიცენზირების ექსპერტების თანდასწრებით განხილულ იქნა სალიცენზიო განაცხადები და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები, კერძოდ:

უეფას 2026/2027წწ. კაცთა საკლუბო ლიცენზია მიიღო 6-მა კლუბმა:

      • *ფ.კ. „იბერია 1999“ (თბილისი)
      • *ფ.კ. „დილა“ (გორი)
      • *ფ.კ. „ტორპედო“ (ქუთაისი)
      • *ფ.კ. „დინამო თბილისი“
      • ფ.კ. „გაგრა“
      • ფ.კ. „დინამო“ (ბათუმი)

ხოლო უეფას 2026/2027წწ. კაცთა საკლუბო ლიცენზიაზე უარი ეთქვა 4 კლუბს:

      • ფ.კ. „სამგურალი“ (წყალტუბო)
      • ფ.კ. „თელავი“
      • ფ.კ. „გარეჯი“ (საგარეჯო)
      • ფ.კ. „კოლხეთი 1913“ (ფოთი)

ასევე უეფას 2026/2027წწ. ქალთა საკლუბო ლიცენზია მიიღო 2-მა კლუბმა:

      • *ქ.ფ.კ. „ნიკე“ (თბილისი)
      • ქ.ფ.კ. „ლანჩხუთი“

ხოლო უარი ეთქვა 2 კლუბს/გუნდს:

      • ფ.კ. „კვარტალი“ (თბილისი) - ქალთა გუნდი
      • ქ.ფ.კ. „ელიტა“ (თბილისი)

* სიმბოლოთი აღნიშნულია ის ხუთი კლუბი, რომლებმაც 2025წ. ეროვნული ჩემპიონატის სპორტული შედეგებით მოიპოვეს 2026/2027წწ. ევროტურნირებში მონაწილეობის უფლება., თუმცა უეფას საკლუბო ლიცენზიის მიღება (რომელსაც გასცემს სფფ) აუცილებელი პირობაა უეფას საკლუბო ტურნირებზე დასაშვებად. მისასალმებელია, რომ ხუთივე კლუბმა წარმატებით გაიარა უეფას ლიცენზირების პროცესი!