სიახლეები

სფფ-ის XXXVI რიგითი ყრილობა 8 ივნისს გაიმართება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXVI რიგითი ყრილობა 8 ივნისს გაიმართება. ღონისძიებას სასტუმრო პარაგრაფ თაბორი 11:00 საათიდან უმასპინძლებს.

ყრილობის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube არხზე შემოგთავაზებთ. მედიისთვის კომენტარები ღონისძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 7 ივნისის ბოლომდე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] გამოაგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა.