საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფას ფიტნესის მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის მესამე მოდული გაიმართა. აღნიშნულ მოდულს უეფას ფიტნეს მენტორი, მიშელ ანდრე კოლერი უძღვებოდა.
მესამე მოდული მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა. კურსი ოთხი მოდულისგან შედგება და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს უეფას ფიტნესის მწვრთნელთა B ლიცენზია გადაეცემათ.
უეფას ფიტნესის მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი უეფას მიერ ახალი დანერგილია და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ის ტარდება.