სიახლეები

უეფას C ლიცენზიის კურსის ორი ჯგუფისთვის მესამე მოდული გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორი კურსის მეორე მოდული გაიმართა.

11-14 და 18-21 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის მესამე და მეოთხე ჯგუფმა მეორე მოდული გაიარა. სფფ-ის ორგანიზებით ამჟამად C ლიცენზიის კურსი ოთხ ჯგუფში ჯამში 114 მონაწილე ირიცხება.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამა შედგება ორი მოდულისა და საგამოცდო ეტაპისგან. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.