სიახლეები

მეკარეების მწვრთნელთა უეფას B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი გრძელდება.

23-25 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კურსის მესამე მოდული გაიმართა. B ლიცენზიის მიმდინარე კურსი 61 მსმენელისგან შემდგარი სამი ჯგუფისგან შედგება. კურსის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

აღნიშული კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.