სიახლეები

19-წლამდელთა თასის პირველი ეტაპის შედეგები

გაუზიარე

17 და 18 აპრილს, საქართველოს 19-წლამდელთა თასის გათამაშების პირველი ეტაპის მატჩები გაიმართა. 

პირველი ეტაპის შედეგები

  • არაგვი 3:1 თელავი
  • მერანი მარტვილი 1:4 ინტერი
  • გორი 5:2 ოდიში
  • სპაერი 10:0 პლატო
  • მეშახტე 1:9 გაგრა
  • სიონი 2:3 რუსთავი
  • სამტრედია 5:3 სამგურალი
  • შტურმი 1:2 გარეჯი

მომდევნო ეტაპის საგზური არაგვმა, ინტერმა, გორმა, სპაერმა, გაგრამ, რუსთავმა, სამტრედიამ და გარეჯმა მოიპოვეს.

მერვედფინალიდან პირველი ეტაპის გამარჯვებულებს ოქროს ლიგის წარმომადგენლები - დინამო თბილისი, დილა, ლოკომოტივი, იბერია 1999, დინამო ბათუმი, ტორპედო, კოლხეთი 1913 და ვიტ ჯორჯია შეუერთდებიან. 

19-წლამდელთა თასის გათამაშების მომდევნო ეტაპის წილისყრა 27 აპრილს გაიმართება, ხოლო მატჩები 15 და 17 მაისს ჩატარდება.