7 აპრილს, საქართველოს 19-წლამდელთა თასის პირველი გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
აღნიშნული ტურნირი მიმდინარე წლიდან პირველად ტარდება და მასში 19-წლამდე ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები მონაწილეობენ.
გათამაშების პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს ვერცხლის ლიგის 14 კლუბი და ოქროს ლიგაში 2026 წელს აღზევებული 2 გუნდი.
მერვედფინალში პირველ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს იბერია 1999, დინამო ბათუმი, ვიტ ჯორჯია, დილა, კოლხეთი 1913, ტორპედო, ლოკომოტივი და დინამო თბილისი შეუერთდებიან.
1/16-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები
18 აპრილი
- გორი - ოდიში
- მეშახტე - გაგრა
- არაგვი - თელავი
19 აპრილი
- სიონი - რუსთავი
- სამტრედია - სამგურალი
- შტურმი - გარეჯი
- მერანი მარტვილი - ინტერი
- სპაერი - პლატო