სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩზე

სფფ
გაუზიარე

8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბარსელონა მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს. 

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მატჩის დელეგატი სფფ-ის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე იქნება.

ბარსელონა-ატლეტიკოს დაპირისპირება კამპ ნოუზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.