ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზს განსჯიან.
ალეკო აფციაური და დავით ჩიგოგიძე მეოთხე ჯგუფის შეხვედრებს მოემსახურებიან, სადაც მასპინძელ ჩეხეთთან ერთად დანია, ბელგია და ლატვია იასპარეზებენ.
ალეკო აფციაური ჩეხეთისა და ლატვიის, ასევე დანიისა და ლატვიის 19-წლამდელთა მატჩებს განსჯის. აღნიშნულ შეხვედრებში მისი ასისტენტი დავით ჩიგოგიძე იქნება.
დავით ჩიგოგიძე ასევე დანიისა და ჩეხეთის შეხვედრაზეც იმუშავებს, სადაც ალეკო აფციაური მეოთხე არბიტრის ფუნქციას შეასრულებს.
მატჩები 25-დან 31 მარტის ჩათვლით ჩეხეთში გაიმართება.