უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი იტალიურ ატალანტას უმასპინძლებს.
უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ლევან ფანიაშვილი აღნიშნულ მატჩზე მსაჯთა დამკვირვებლად იმუშავებს.
მატჩი 18 მარტს, მიუნხენში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.