სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენლები საერთაშორისო მატჩებზე

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში საერთაშორისო მატჩებზე იმუშავებენ. 

12 მარტს, სფფ-ის ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაქარ ჟორდანია, ბერძნული პანათინაიკოსის და ესპანური ბეტისის ევროპა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის დელეგატი იქნება. შეხვედრა ათენში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. 

ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებების და ფუტსალის ეროვნული ნაკრების მენეჯერი, დავით დათუნაშვილი კი, სერბეთში გაემგზავრება, სადაც 14-20 მარტს, გოგონათა 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე იმუშავებს დელეგატად. მასპინძელ სერბეთთან ერთად A4 ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ავსტრია, საფრანგეთი და ისლანდია იბრძოლებენ.