სიახლეები

მეკარეების მწვრთნელთა უეფას B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი გრძელდება.

26-28 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კურსის მეორე მოდული გაიმართა. კურსი 17 მონაწილეა დარეგისტრირებული. 

აღნიშული კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.