საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, ბათუმში, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო.
3-დან 6 მარტის ჩათვლით, სასტუმრო იბისში, აჭარისა და გურიის რეგიონისთვის განკუთვნილი უეფას C ლიცენზიის კურსის პირველ მოდული გაიმართა, რომელზეც 31 მონაწილეა დარეგისტრირებული.
უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.