სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მეშვიდე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში უეფას Pro ლიცენზიის კურსის მეშვიდე მოდული მიმდინარეობს. 9-დან 12 მარტის ჩათვლით მოდულს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი მასპინძლობს. 

მოდულს ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ზამთარაძე. მეშვიდე მოდულის ფარგლებში თბილისში იმყოფება უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი და ჯირა პანელის წევრი, გენადი სკურტული. 

PRO ლიცენზიის მიმდინარე კურსზე მონაწილეობენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისა და აკადემიების მწვრთნელები. კურსზე, რომელიც 8 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, 21 მონაწილე ირიცხება. კურსის დასკვნითი, მე-8 მოდული 16-19 მარტს ტრადიციულად ნიონში, უეფას შტაბბინაში გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და სფფ-ის ეგიდით სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი იმართება. სფფ-ის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს უეფას წევრ ქვეყნებში შეუძლიათ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.