საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორი ახალი კურსი დაიწყო.
9-12 და 15-19 თებერვალს ორივე ჯგუფის პირველი მოდული გაიმართა. კურსის ორ ჯგუფში 56 მონაწილე ირიცხება.
უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.