სიახლეები

თბილისში მსაჯთა ზამთრის შეკრება მიმდინარეობს

სფფ
გაუზიარე

სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით, 16 თებერვლიდან თბილისში უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა შეკრება მიმდინარეობს.

შეკრება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მსაჯები ეცნობიან ბოლო განახლებებს და მონაწილეობენ VAR სიმულაციებში. სემინარს სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუნეიტ ჩაქირი უძღვება. ზამთრის შეკრების ფარგლებში ქართველ მსაჯებს გამოცდილებას უზიარებენ უეფას და ფიფას მსაჯთა ინსტრუქტორი და უეფას მსაჯთა კონვენციის სპეციალისტი ალან სნოდი, ასევე უეფას მსაჯთა განვითარების კოორდინატორი კარიმ სამუდი. მსაჯთა ზამთრის შეკრების ფარგლებში ახალი სეზონისთვის 36 პირველი კატეგორიის მსაჯი და 5 ფიფას ქალი მსაჯი ემზადება.

შეკრების გახსნის დღეს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. 2026 წლისთვის საერთაშორისო კატეგორიის ქართველ მსაჯებს შესაბამისი სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

მსაჯთა ზამთრის შეკრება 21 თებერვალს დასრულდება. ეროვნული ლიგის ახალი, 2026 წლის სეზონი 28 თებერვალს დაიწყება.