სიახლეები

ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა

სფფ
გაუზიარე

12 თებერვალს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციების ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი კონგრესს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრის სტატუსით დაესწრო.  ქართულ დელეგაციას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე იაშვილი და ზაზა ზამთარაძე წარმოადგენდნენ. 

უეფას კონგრესის ფარგლებში ორგანიზაციის 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებს წარუდგინეს გასული ფინანასური წლის ანგარიში. კონგრესმა ასევე დაამტკიცა 2026/27 ფინანსური წლის ბიუჯეტი. განახლდა კომიტეტების შემადგენლობა, მათ შორის, აღმასრულებელ კომიტეტის წევრად აირჩიეს FIFPRO Europe-ის წარმომადგენელი. 

კონგრესამდე, 11 თებერვალს, ბელგიის დედაქალაქში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სფფ-ის პრეზიდენტმა წევრმა ლევან კობიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. 12 თებერვალს, 21:00 ბრიუსელი ასევე უეფას ერთა ლიგის 2026/27 სეზონის წილისყრა გაიმართება. 

უეფას მომდევნო, 51-ე კონგრესი 2027 წლის 4 მარტს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.