სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენელი უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩზე

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის ოფიცერი, ვახტანგ ბზიკაძე, უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩზე იმუშავებს. 

სფფ-ის წარმომადგენელი ჰაიფას მაკაბის და ბარსელონას შორის უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/16-ფინალური შეხვედრის დელეგატი იქნება. 

მატჩი 4 თებერვალს, უნგრულ დიერში გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.