საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 3 თებერვლიდან, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეორე ჯგუფის მეორე მოდული დაიწყო.
მეორე მოდული 6 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და მას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. სასწავლო პროგრამის დასრულებისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.