საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტიუარდთა მიღებას აცხადებს. დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ თავისუფალი გრაფიკით და უშუალო მონაწილეობა მიიღონ სფფ-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებზე.
სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველმა, თებერვლის ბოლომდე უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.
გასაუბრების და ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი მიიღებს სერთიფიკატს და გახდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდი.