სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული დაიწყო.

მიმდინარე კურსი შედგება 20 მსმენელისგან შემდგარი ორი ჯგუფი. 20–23 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მეორე მოდული პირველი ჯგუფისთვის ჩატარდა. კურსის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. სასწავლო პროგრამის დასრულებისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.