მიმდინარე კვირაში ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მერვე რაუნდის ორ შეხვედრას მოემსახურებიან.
29 იანვარს, თელ-ავივის მაქაბის და იტალიური ბოლონიას შეხვედრის მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მისი ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იქნებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი - ბაქარ ბრეგაძე. შეხვედრა სერბეთში, ბაჩკა ტოპოლაში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
ამავე დღეს, შვეიცარიული ბაზელისა და ჩეხური ვიქტორია პლზენის შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. ქართველ არბიტრს ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება