სიახლეები

ქუთაისში ფიფას აკადემიის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სფფ
გაუზიარე

საქართველოში ფიფას ტალანტების განვითარების (FIFA TDS) პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ტექნიკურმა დირექტორმა გოჩა თამაზაშვილმა ქუთაისში ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონალურ კოორდინატორ მარიანს პაჰარსს და ქუთაისში ფიფას აკადემიის ახალ მთავარ მწვრთნელს, კიარან ტონერს უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აკადემიის მწვრთნელებსა და სკაუტებთან. ქუთაისის აკადემიის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სასელექციო სამუშაოებში და დაესწრო საწვრთნელ პროცესს.

ქუთაისის აკადემიაში ფიფას ტალანტების განვითარების პროგრამა მიმდინარე წლიდან ამოქმედდება. FIFA TDS-ის ფარგლებში პროგრამაში 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელები ჩაერთვებიან. გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბურთელები სფფ-ის მიერ ჩატარებული სასელექციო პროგრამის შედეგად გამოვლინდნენ.

შეგახსენებთ, რომ მარიანს პაჰარსის პირველი სამუშაო ვიზიტი საქართველოში გასული წლის აგვისტოში შედგა, რის შემდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს FIFA TDS პროექტში ჩართვის შესახებ. ფიფას ტალანტების განვითარების სქემის პროექტს ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი ხელმძღვანელობს, რომელიც ამჟამად ფიფას ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობს.