სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენელები უეფას ევროტურნირებზე

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები უეფას ევროტურნირების მატჩებზე იმუშავებენ.

22 იანვარს, ევროპა ლიგის მეშვიდე რაუნდის შეხვედრაში იტალიური ბოლონია შოტლანდიურ სელტიკს უმასპინძებს. უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნული მატჩის დელეგატი სფფ-ის სოციალური პასუხისმგებლობის განყოფილების ხელმძღვანელი ოთარ დოლიძე იქნება. შეხვედრა ბოლონიაში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. 

28 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის მერვე რაუნდის შეხვედრაში იტალიური ნაპოლი ლონდონის ჩელსის მიიღებს.  შეხვედრის დელეგატი სფფ-ის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე იქნება. მატჩი ნეაპოლში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.