სიახლეები

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

სფფ
გაუზიარე

დოჰაში, ფიფას ახლად შექმნილი კომიტეტების პირველი შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა. აღნიშნული კომიტეტი ფიფას წევრი ქვეყნების 24 წარმომადგენელს აერთიანებს. კომიტეტი ძირითადად   სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციების პრეზიდენტებით არის დაკომპლექტებული.

დოჰაში ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომიტეტები მიმდინარე წელს შეიქმნა და მათი საქმიანობა ოთხი წლის ვადით განისაზღვრა