სიახლეები

A ლიცენზიის წარმატებულ კურსამთარებულებს უეფას სამწვრთნელო ლიცენზიები გადაეცათ

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

17 დეკემბერს, სასტუმრო რადისონში, უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზიები გადაეცათ. საერთაშორისო დონეზე აღიარებული უეფა-ს A ლიცენზია 19 მწვრთნელმა მიიღო.

დიპლომები და სამწვრთნელო ლიცენზიები კურსის მონაწილეებს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა ზამთარაძემ, ტექნიკურმა დირექტორმა გოჩა თამაზაშვილმა და უეფას ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფრენკ ლუდოლფმა გადასცეს. 

A ლიცენზიის აღნიშნული კურსი ექვსი მოდულისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. A ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების უმაღლესი კატეგორიის, Pro ლიცენზიის წინა საფეხურია და სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.